მასალა:
- 50 გრ შავი ქლიავის ჩირი
- 50 გრ ვაშლის ჩირი
- 30 გრ მსხლის ჩირი
- 30 გრ გარგარის ჩირი
- 30 გრ ლეღვის ჩირი
- 10 გრ თაფლი (უმჯობესია წიწვოვანი)
- 10 მარცვალი მიხაკი
- საშუალო ნატეხი დარიჩინი
- 2 ცალი კარგად გარეცხილი ლიმონი
მომზადება:
ჩირები წინა ღამით მოზრდილ ჭურჭელში დავალბოთ. ცეცხლზე დავდგათ 3 ლიტრი წყალი და გადაწურული ჩირები ჩავყაროთ დავუმატოთ მიხაკი და დარიჩინი, ვადუღოთ დაახლოებით 1 საათი. დავუმატოთ თაფლი და რგოლებად დაჭრილი კანიანი ლიმონი. გემო გავუსინჯოთ. უნდა იყოს ერთდროულად ტკბილიც და მჟავეც.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
"ნეგრონი" |