საჭირო მასალა:
- 750 მლ წითელი მშრალი ღვინო
- 1 ტოტი დარიჩინი
- 10-12 ცალი მიხაკი
- 5 ცალი ბაჰარის მარცვალი
- 4-3 სუფრის კოვზი შაქარი ან თაფლი
- 2-3 ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი
მომზადების წესი :
მოვათავსოთ ქვაბში ლიმონი/ფორთოხალი , დარიჩინი, ბაჰარის მარცვალი და მიხაკი, დავასხათ 2/3 წყალი და ვადუღოთ 5 წუთი. ცალკე გავათბოთ ღვინო (არ უნდა წამოდუღდეს – ეს მთავარი პირობაა) და დავუმატოთ ის სანელებლებიან წყალს, დავდგათ ქვაბი დაბალ ცეცხლზე და გავაჩეროთ წამოდუღებამდე. გადმოვდგათ ქვაბი, გავწუროთ ღვინო და დავუმატოთ შაქარი/თაფლი (გემოვნებით) .
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბანანის კოქტეილი |